“დღეს დილით რუსეთმა კვლავ შეუტია უკრაინას. კიევში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა. ბოლო 5 დღის განმავლობაში, რუსეთმა ასობით რაკეტა და თვითმფრინავი გაუშვა სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ.

უკრაინას ახლა სჭირდება დახმარება. ერთი წუთის დაკარგავაც არ შეიძლება”,

წერს აშშ-ის ელჩი უკრაინაში, ბრიჯიტ ბრინკი.

ცნობისთვის, კიევზე დღეს სარაკეტო თავდასხმა იყო. სარაკეტო თავდასხმის შედეგად პეჩერსკის რაიონში მრავალსართულიანი შენობა დაზიანდა და ერთი ადამიანი დაშავდა. რაკეტის ფრაგმენტები ასევე დაფიქსირდა სოლომენსკის, დნეპრისა და გოლოსეევსკის რაიონებში. დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, სარაკეტო იერიშის შედეგად, დაშავდა 4 ადამიანი.