ერთი ხმაც რომ სჭირდებოდეს კოალიციის შესაქმნელად, ჩვენგან ამ ერთ ხმასაც ვერ მიიღებს – ნინო ბურჯანაძე სააკაშვილზე

ერთი ხმაც რომ სჭირდებოდეს სააკაშვილს კოალიციის შესაქმნელად, ამ ერთ ხმასაც ვერ მიიღებს, – განაცხადა “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ.

“ჩვენ რამდენიმე კანდიდატთან დაკავშირებით განვაცხადეთ, თითზე ჩამოსათვლელი პრაქტიკულად, რომელსაც მხარს ვუჭერთ. ჩვენ არ გვჩვევია, ასე ვთქვათ, ადამიანების გადაგდება, უკაცრავად ამ ჟარგონისთვის, ეს არ არის ჩვენი ტერმინი. ვისაც ჩვენ ვამბობთ, რომ მხარს დავუჭერთ, იმ ადამიანებს მხარს დავუჭერთ, რადგან პიროვნულად იმ ადამიანებს მიმართ ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია და უფრო მეტიც, მიმაჩნია, რომ ამ ტიპის ადამიანები თუ უფრო მეტი იქნებიან „ნაციონალურ მოძრაობაში“, უკეთესი იქნება ზოგადად საქმისთვის. რაც შეეხება ახლა სააკაშვილის მხარდაჭერას, თქვენ იცით, რომ ჩვენგან გამორიცხულია მისი რაიმე ტიპის მხარდაჭერა და ერთი ხმაც რომ სჭირდებოდეს მას კოალიციის შესაქმნელად, ამ ერთ ხმასაც ვერ მიიღებს”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და ოპოზიციურმა გაერთიანებამ “ძალა ერთობაშია” პრემიერ მინისტრობის კანდიდატად, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაასახელა.