“ვფიქრობ, ყველაზე რთული საკითხია ის, რომ ყირიმში, დონბასის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე 30-დან 35 ათასამდე ჯარისკაცია. ასე რომ, პროვოკაციები მართლაც ძალიან საშიშია, როცა ამდენი ჯარია. ერთმა დაბომბვამ, ერთმა საარტილერიო გასროლამ შეიძლება გამოიწვიოს ომი.

ჩვენ ვიცით საბჭოთა კავშირის ისტორია და მათ ესმით, რა რისკები გვაქვს. პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ლიეტუვა და ესტონეთი, ლატვია, მოლდოვა – მათ იციან, რა შეიძლება გამოიწვიოს ამან. ამიტომ ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ”

თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში.