ერთობა ადამიანი, როგორც ჩანს, კარგი დრო იპოვა გასართობად – კაპანაძე ივანიშვილის TikTok ვიდეოზე

,,ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპატანაძე ამბობს, რომ ქართული ოცნებისთავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის TikTok-ზე სერიოზულ კომენტარს ვერ გააკეთებს.

მისი თქმით, როგორ ჩანს კარგი დრო იპოვა ივანიშვილმა გასართობად.

,,მოდი, პირდაპირ სერიოზული თემებით დავიწყოთ დისკუსია, თორემ რა სერიოზული კომენტარი უნდა გავაკეთოთ მაგაზე? ერთობა ადამიანი, როგორც ჩანს, კარგი დრო იპოვა გასართობად”,- ამბობს კაპანაძე.

ბიძინა ივანიშვილის შვილმა, ბერა ივანიშვილმა სოციალურ ქსელ ტიკ–ტოკში ატვირთა ვიდეო, სადაც მამაშ-ვილი ე.წ. secret handshake–ის რიტუალს ასრულებს და ცეკვის ილეთებსაც აყოლებს. ბერა ივანიშვილიმა ბოლო დროს ამ სოციალურ ქსელში გადაინაცვლა და სწორედ იქ აქვეყნებს ოჯახურ ფოტოებს და ვიდეოებს.