ეროვნული ბანკი Covid 19-ით მისი თანამშრომლის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მეთოთხმეტე პაციენტი, 68 წლის მამაკაცი ეროვნული ბანკის თანამშრომლელი იყო. ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს:

“ძალიან სამწუხარო ამბავი…

გუშინ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით (COVID-19) ეროვნული ბანკის თანამშრომელი გარდაიცვალა.

ეროვნული ბანკი უდიდეს მწუხარებას გამოთქვამს თანამშრომლის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებს და კოლეგებს…“

მეთოთხმეტე პაციენტი საქართველოში გუშინ გარდაიცვალა.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო და ის  იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე.

„პაციენტი იყო 68 წლის, დადასტურებული ჰქონდა  Covid19. გამოხატული ჰქონდა სუნთქვის უკმარისობა. ეს პაციენტი  ჩვენთან სეფსისის ცენტრიდან გადმოიყვანეს 4 აპრილს. შემოსვლისთანავე იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე. პაციენტი იყო თერმოდინამიკის რღვევით. ჩატარდა ყველანაირი მკურნალობა რაც კი არსებობდა, მაგრამ მას ჰქონდა ძირითადი დაავადების გართულებები. ჰქონდა თირკმლის უკმარისობა და არტერიული ჰიპერტენზიაც, ჩატარდა კვლევა, სადაც გამოვლინდა მკვეთრი იმუნოდეფიციტი და სამწუხაროდ, დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“, – განაცხადა ლევან რატიანმა.