ეროვნული მუზეუმიდან 40-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს

24 მაისს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელობამ საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან 40-მდე თანამშრომელი გაათავისუფლა. პროფკავშირის განცხადებით, თანამშრომელთა გათავისუფლების შესახებ ბრძანებები გაიცა რეორგანიზაციის ფარგლებში თანამშრომელთა კომპეტენციის დადგენისა და შერჩევის მიზნით შექმნილი კომისიის ოქმის შესაბამისად:

  • „ამ ეტაპზე გათავისუფლებულ იქნა ეროვნული მუზეუმის 40-მდე თანამშრომელი – მაღალი დონის პროფესიონალების გუნდი. ასევე, მათ სიაში შედის საქართველოს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფესიული კავშირის თავმჯდომარე- ნიკოლოზ წიქარიძე და კავშირის სხვა წევრები. გათავისუფლებულ თანამშრომელთა სიაში არიან ის მეცნიერები, რომლებიც მონაწილეობენ უმნიშვნელოვანეს პროექტებში…პროფესიული კავშირი მოითხოვს, მუზეუმის ხელმძღვანელობის მხრიდან პროცესის შეჩერებას და გადაწყვეტილებების გადახედვას. ასევე, პროფკავშირების აქტიურ ჩართვას პროცესში”,- ამბობენ პროფესიულ კავშირში.

დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ თეა წულუკიანმა ხელოვნების მუზეუმიდან იულონ და დათა გაგოშიძეები გაათავისუფლა.