ეროვნულმა ბანკმა $60 მილიონი გაყიდა – ლარი მცირედით გამყარდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს $60 მილიონი გაყიდა, რის შედეგადაც ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით მცირედით გამყარდა.

დოლართან ლარის გამყარებამ 0.18 თეთრი შეადგინა, შედეგად, დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1189 ლარი გახდა.

რაც შეეხება ევროს, მასთან მიმართებით ეროვნული ვალუტა 3.52 თეთრით გამყარდა და ევროს ღირებულებამ 3.6098 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა.