ესებუასთან მომლაპარაკებელი ავთანდილ გალდავა აჭარის პოლიციას უხელმძღავნელებს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ სამეგრელო-ზემო სვანეთის და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების ახალი დირექტორები წარადგინა.

ბორცვაძემ აჭარის პოლიციის ხელმძღვანელად ავთანდილ გალდავა წარადგინა, ის აქამდე სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. აჭარის პოლიციის უფროსის პოსტს კოტე ანანიაშვილი იკავებდა, რომელმაც თანამდებობა 7 თებერვალს დატოვა, 9 თებერვალს კი ის მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული პოლიტიკისა და კოორდინაციის სამსახურის უფროსად დაინიშნა.

ავთანდილ გალდავა მოლაპარაკებებს აწარმოებდა ბადრი ესებუასთან, რომელიც 2020 წლის 21 ოქტომბერს საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალში შეიარაღებული შეიჭრა და ნახევარი მილიონი გაიტაცა. ის მძევლებთან ერთად ესებუამ წაიყვანა. ის ამ დრომდე არ დაუკავებიათ.

რაც შეეხება სამეგრელო-ზემო სვანეთს, დეპარტამენტს ნიკოლოზ დიასამიძე უხელმძღვანელებს, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა.