ესპანეთი მზად არის უკრაინას მძიმე შეიარაღება მიაწოდოს–ესპანური მედია

ესპანეთი მზად არის უკრაინას მძიმე შეიარღება მიაწოდოს, კერძოდ საზენიტო–სარაკეტო კომპლექსები და საბრძოლო ტანკები Leopard 2A4.

ამის შესახებ გამოცემა El Pais საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

წყაროების ინფორმაციით, საუბარია დაახლოებით 40 ტანკზე, რომლებიც აქამდე დაკონსერვებული იყო, ახლა კი მათი გარემონტება და გადაიარაღებაა საჭირო.

მედია წერს, რომ Leopard 2A4–ს ტანკები, რომელთა უკრაინისთვის გადაცემა იგეგმება, იმ საბრძოლო მანქანების პარტიიდან არის, რომლებიც გერტმანიამ მადრიდს 1995 წელს გადასცა, როგორც “პრელუდია“ ამ ტანკების ესპანეთში წარმოების კონტრაქტისა. ბიუჯეტის დეფიციტის გამო ტანკები “დააძინეს“, ანუ ამოიღეს ბატარეები, ზეთები, და ნებისმიერი ელემენტი, რომელთა მომავალში გამოყენება შეიძლება. ისინი უკვე 10 წელია სარაგოსას ბაზაზე ინახება.

ესპანეთის მიერ გადაცემული ტექნიკის გამოყენებას უკრაინელ სამხედროებს ესპანეთსა და ლატვიაში შეასწავლიან.

გამოცემა წერს, რომ მადრიდი უკვე ასრულებს კიევისთვის მცირე სიშორის  საზენიტო–სარაკეტო კომპლექსების Shorad Aspide მიწოდებას. ესპანეთის არმიამ ეს სისტემები ახალი, უფრო სრულყოფილი სისტემებით ჩაანაცვლა.