ესპანეთში მუსიკალურ ფესტივალზე სცენა ჩამოინგრა, დაიღუპა ერთი ადამიანი

ესპანეთის ქალაქ ვალენსიას სიახლოვეს მუსიკალურ ფესტივალზე სცენის ნაწილობრივი ჩამონგრევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა.  არის ათობით დაშავებული.  ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

დაშავებულთაგან სამმა სერიოზული ტრავმა მიიღო, 14 ადამიანს კი ნაკლები სიმძიმის დაზიანება აღენიშნება. ჯამში, ჯანდაცვის უწყების ცნობით, სამედიცინო დახმარება 40 პირს გაეწია.

შემთხვევა დღეს, 13 აგვისტოს, გამთენიისას მოხდა.

მომხდარი ძლიერმა ქარმა გამოიწვია. სცენასთან ერთად, დაზიანდა სხვა ინფრასტრუქტურაც.

“ჩვენ განადგურებულები და დამწუხრებულები ვართ იმით, რაც მოხდა. დაახლოებით დილის 4 საათზე მოულოდნელმა და დამანგრეველმა ქარმა გაანადგურა ფესტივალის ზოგიერთი სცენა და ინფრასტრუქტურა. მენეჯმენტი იძულებული გახდა, დაუყოვნებლივ მიეღო გადაწყვეტილება, დამსწრეებისთვის ​ტერიტორია დაეტოვებინებინა“.