ეს არის დამქანცველი ომი გამოფიტვაზე–სტოლტენბერგი

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ნატომ ყველაფერი უნდა გააკეთოს უკრაინისთვის იმ იარაღის მისაწოდებლად, რომელიც საჭიროა რუსეთთან ომის მოსაგებად.

„ჩვენ ვერ ვხედავთ ნიშნებს, რომ პრეზიდენტი პუტინი ემზადება მშვიდობისთვის, ჩვენ ვხედავთ, რომ პირიქით, ის ემზადება ომის გაგრძელებისთვის, ახალი შეტევებისთვის და ახალი თავდასხმებისთვის“, – განაცხადა სტოლტენბერგმა სამშაბათს ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე ბრიუსელში.

„ეს არის დამქანცველი ომი, ამიტომ ეს არის ლოჯისტიკის ბრძოლა“–დასძინა სტოლტენბერგმა. მას მხედველობაში ქონდა უკრაინისთვის იარაღისა და საბრძოლო თვითმფრინავების   ეფექტური მიწოდება .