ეს არის შიშის გამოხატულება – გახარია ოცნების მიერ შეთანხმების ანულირებაზე

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი, პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარია ეხმიანება ქართული ოცნების მიერ შეთანხმების ანულირებას და ამას “შიშის გამოხატულებად” აფასებს.

მისი თქმით, ქართული ოცნება ძალაფლების შენარჩუნებისთვის ყველაფერს აკეთებს.

“პერსონალურად ჩემთვის ეს არის შიშის გამოხატულება, რადგან აშკარა ხდება უკვე, რომ მმართველ ძალას უჭირს ქვეყანაში მიმდინარე გამოწვევებზე პასუხის გაცემა და ეს აისახება ჩვენი მოქალაქეების განწყობებში, გადაწყვეტილებებში. სამწუხაროდ, ყველაზე ცუდია, რომ მმართველი პარტია ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ყველაფერს აკეთებს, დღეებზეა საუბარი სინამდვილეში, აქ არი არის გრძელვადიან პერსპექტივებზე საუბარი.

ფაქტობრივად, სახელმწიფო ინტერესები გადატანილია მეორე, მესამე ფლანგზე და წინ წამოწეულია პარტიული ინტერესები და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ძალაუფლება იყოს შენარჩუნებული. ეს ყველაზე ცუდია”, – ამბობს გახარია.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე გაბედავდა თუ არა ოცნება შეთანხმების გაუქმებას, გახარია ასე პასუხობს:

“დღევანდელი მმართველი პარტიის ხელმძღვანელობის, ბოსების გაბედულობაში მე ყოველთვის ეჭვი მეპარებოდა”, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.