“ეს არ იყო მეგობრული ვიზიტი”- ავსტრიის კანცლერმა პუტინთან “პირდაპირი, ღია და ხისტი” მოლაპარაკებები გამართა

ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების შესახებ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს „არ იყო მეგობრული ვიზიტი“, შეხვედრა იყო „ძალიან მკაცრი“, ღია და პირდაპირი. ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

„ეს არ არის მეგობრული შეხვედრა. ნეჰამერმა თქვა, რომ მისი ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი კრემლის ლიდერისთვის არის ის, რომ ომი უნდა დასრულდეს, რადგან „ომში ორივე მხარე მხოლოდ დამარცხებულები არიან“, – აღნიშნულია ავსტრიული მხარის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • “ყურადღება გავამახვილე ბუჩასა და სხვა ადგილებში სერიოზულ ომის დანაშაულებზე და აღვნიშნე, რომ ყველა დამნაშავეს პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს. მე ასევე გასაგებად ვუთხარი პრეზიდენტ პუტინს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ადგილზე დარჩება და უფრო გამკაცრდება მანამ, სანამ უკრაინაში ხალხი იხოცება”. – ამბობს ავსტრიის კანცლერი

შეხვედრა პუტინის ოფიციალურ ნოვო-ოგარიოვოს რეზიდენციაში გაიმართა, რომელიც დაახლოებით 90 წუთს გაგრძელდა.