“მე არ შევეხები მათ პოლიტიკური შეხედულებებს, რადგან ვრჩები იმ პრინციპულ აზრზე, რომ ექიმებზე უნდა გადაწყვიტონ პაციენტის მკურნალობა და არა პოლიტიკოსებმა. ასევე ვერ შევალ დისკუსიაში იმ დასკვნასთან, თუმცა მაქვს ჩემი მოსაზრებები. ერთადერთი რაც ძალიან მენიშნა არის, რომ მათ არ ჰქონიათ კომუნიკაცია სასჯელაღსრულების სისტემის ექიმებთან, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია და მე თვითონ შემიძლია მედიაცია გავაკეთო, რომ შეხვდნენ ერთმანეთს და გაესაუბრონ. ეს კლინიკური აუდიტი იდეაში ამოიწურა იმით, რომ აპარატურა შეფასდა, რაც არასაკმარისია”

განაცხადა ოცნების დეპუტატმა დავით სერგეენკომ. 2 დღის წინ მან თქვა, რომ თუ დადგინდებოდა, რომ გლდანის ციხის საავადმყოფოში არ იყო შესაბამისი პირობები, სააკაშვილი კერძო კლინიკაში უნდა გადაეყვანათ.