ეს ახლადგამოჩეკილი ლიდერი ვაჟკაცობს, რომ კანონს არ შეასრულებს – ყაველაშვილი ნიკა მელიაზე

“ეს ახლადგამოჩეკილი ლიდერი ვაჟკაცობს, რომ კანონს არ შეასრულებს”- განაცხადა, ქართული ოცნების დეპუტატმა,  მიხეილ ყაველაშვილმა და  ენმ-ს თავმჯდომარეს, ნიკა მელიას “ახლანდელ გამოჩეკილ ლიდერს” უწოდებს. ყაველაშვილის თქმით, თუ ნიკა მელია კანონს არ შეასრულებს სათანადოდ დაისჯება.

“ეს ახლანდელი გამოჩეკილი ლიდერი, ხელოვნურად შექმნილი, ნიკანორ მელია ვაჟკაცობს, რომ კანონს არ შეასრულებს. კანონსაც შეასრულებს და თუ არ შეასრულებს, სათანადოდ დაისჯება, – აცხადებს ყაველაშვილი.

ცნობისთვის, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ პროკურატურის გაფრთხილების მიუხედავად, გირაოს თანხას არ გადაიხდის.