ეს ბრძოლა უკვე არის პოლიტიკოსების მოსაგები – გვარამია შეთანხმების ანულირებაზე

“ეს ბრძოლა არის უკვე პოლიტიკოსების მოსაგები, საქართველო არის პოლიტიკოსების გადასარჩენი” – ამის შესახებ, მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რითიც ქართული ოცნების მიერ, შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებას გამოეხმაურა.

“ჩვენ ვერ მოვახერხეთ ხელისუფლებაში მყოფი პირების გადაყენება მაგრამ გავაკეთეთ უფრო მეტი. ზედაპირზე ამოვიტანეთ ქართული ოცნების ნამდვილი სახე. დღევანდელი განცხადებით ქართულმა ოცნებამ გააფორმა დიქტატურა. დღეს არანაირი სივრცე არ არსებობს, დამატებითი ინტერპრეტაციებისთვის, არაღავითარი სივრცე არ არსებობს თავის მოტყუებისთვის. საქმე გვაქვს “ოცნების” დიქტატურასთან.

გამოვდივართ სპეციალური რეჟიმის მუშაობის მდგოამრეობიდან და ვუბრუნდებით მწვავე კრიტიკული გაშუქების რეჟიმს. საკითხმა მიიღო მკაფიოდ პოლიტიკური ელფერი და ეს ბრძოლა არის პოლიტიკოსების მოსაგები. საქართველო არის პოლიტიკოსების გადასარჩენი.”- განაცხადა გვარამიამ.