ეს გელა ლანჩავას მოადგილე არ იყო? არაკაცები ხალხს რომ ხვრეტდნენ ქუჩებში – კონსტანტინე გამსახურდია მეუფე იაკობზე

“უკაცრავად, ეს გელა ლანჩავას მოადგილე არ იყო?”- საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, კონსტანტინე გამსახურდია მეუფე იაკობის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„უკაცრავად, ეს გელა ლანჩავას მოადგილე არ იყო? ვიზეა იცით ლაპარაკი? აი, 1992 წლის 2 იანვრიდან ნიღბოსანი, კალაშნიკოვიანი ნაძირალები და არაკაცები ხალხს რომ ხვრეტდნენ ქუჩებში, მშვიდობიან, შეუიარაღებელ მომიტინგეებს, იმათზეა საუბარი“, – წერს კონსტანტინე  გამსახურდია მეუფე იაკობზე.

ცნობისთვის, იღუმენი ილია ვაშაკიძემ 2017 წელს  ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა,: ” მეუფე იაკობის ბიოგრაფიიდან 10 წელი საერთოდ გამქრალია. მისი მოღვაწეობის ეს პერიოდი უკუნით არის მოცული, ეს კი მოციქულთა კანონებს ეწინააღმდეგება. ამ საკითხზე საფუძვლიანი ეჭვები იბადება, რომ მისი ბიოგრაფიიდან ზუსტად ის პერიოდია ამოღებული, როდესაც საქართველოში სამოქალაქო ომი იყო.”

ასევე მამა ილიას თქმით, მეუფე იაკობი (კონსტანტინე იაკობიშვილი) სამოქალაქო ომის დროს, შინაგანი ჯარების სარდლის გენერალ გელა ლანჩავას მოადგილე იყო, რაც მის ავტობიოგრაფიაში დღეს არ ჩანს და რაზედაც ინფორმირებულია საქართველოს საზოგადოება და გაცხარებული დისკუსიებიც მიდის ამ თემასთან დაკავშირებით.