პარასკევი, 26 აპრილი , 2024, 17:44

ეს დღე არის ჩვენი ერის მეობის განმსაზღვრელი – ილია II

“ეს დღე არის ჩვენი ერის მეობის განმსაზღვრელი”- განაცხადა საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.

“სრულიად საქართველოს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს.ეს დღე არის ჩვენი ერის მეობის განმსაზღვრელი, უმნიშვნელოვანესი თარიღი. იგი თაობათა ბრძოლის მონაპოვარია და მას თითოეული მოქალაქე უნდა გაუფრთხილდეს და თავისი აგური დადოს ქვეყნის აღმშენებლობისათვის.

ღმერთმა დალოცოს და აცხონოს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლნი!

ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამშობლოს კეთილდღეობისათვის იღვწის!” – განაცხადა ილია მეორემ.