ეს ინფორმაცია საკმარისია გამოძიების დასაწყებად – კაპანაძე დოსიეს გამოძიებასა და პატრიოტთა ალიანსზე

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე დოსიეს გამოძიებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პატრიოტთა ალიანსისთვის პარტიისთვის ფულის მიწოდება ემსახურება მიზანს, ეს პარტია გაძლიერდეს საქართველოში და კოალიციური მთავრობა შეუქმნას ქართულ ოცნებას. მისი თქმით, “ქართული ოცნების ერთ-ერთი სატელიტი პარტია, პატრიოტთა ალიანსი რუსეთის ფედერაციის მხრიდან” ფინანსდება.

“ეს ყველაფერი არის შემაშფოთებელია გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ ერთი საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია უცხოეთიდან დაფინანსების მიღება, და ეს ინფორმაცია რომელიც გავრცელდა არის სრულიად საკმარისი იმისა, რომ გამოძიება დაიწყოს ამ ფაქტებზე. ბუნებრივია, ჩვენ არ ველით, რომ ქართული ოცნება ამას გამოიძიებს და თავის სატელიტ პარტიას პატრიოტთა ალიანსს რაიმე პრობლემას შეუქმნის. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი ხვდება, რომ ამ არჩევნებში ის უმრავლესობას ვერ მოაგროვებს და მთელი იმედი იმაზე დაამყარა რომ შემდეგ შექმნას კოალიციური მთავრობა აი ამ პრორუსულ ძალასთან პატრიოტთა ალიანსთან”, –  აცხადებს კაპანაძე.