“ეს იყო სავარაუდო” – კობახიძე გლდანის ციხეში პატიმრების დახვედრაზე

ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მსგავსი დახვედრა, რაც სააკაშვილს პატიმრებმა მოუწყვეს, სავარაუდო იყო.

“შეიძლება ეს იყო სავარაუდო იქიდან გამომდინარე, თუ რა წარსული აკავშირებს მიხეილ სააკაშვილს ციხესთან. ჩვენ რა შუაში ვართ კაცო?! ჩვენ რა შუაში ვართ? გუშინ წამოსცდა მის თანაგუნდელს, რომ 2012 წლამდე გლდანის ციხე იყო წამების, არაადამიანური მოპყრობის ნამდვილი ბუდე და ეს იყო მიხეილ სააკაშვილის შემოქმდება და დღეს საუბარია იმაზე, რომ ამ ადამიანმა 6-წლიანი სასჯელიც კი არ უნდა მოიხადოს. ადამიანმა, რომელიც წლების მანძილზე აწამებდა ადამიანებს. ეს რაც გითხარით არის მიხეილ სააკაშვილის აწმყო და მისი მომავალი”,- ამბობს კობახიძე.

გუშნ გლდანის ციხეში პატიმრები ექსპრეზიდენტს აგრესიით, გინებითა და შეურაცხმყოფელი ფრაზებით შეხვდნენ.