ეს კომპრომისია, რომელიც მინიმალურ ზიანს მიაყენებს ეკონომიკას – გახარია

პრემიერი გახარია შეზღუდვებზე ამბობს, რომ ეს ეკონომიკას მინიმალურ ზიანს მიაყენებს.

“ეს არის ის კომპრომისი, რომელიც მინიმალურ შესაძლო ზიანს მიაყენებს ეკონომიკას, მაგრამ ორი თვის განმავლობაში მაქსიმალური ეპიდემიოლოგიური შედეგი უნდა მოგვცეს”,- ამბობს პრემიერი.

მისი თქმით, ქვეყნის მასშტაბით 3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით ცხადდება უქმე დღეები.

“რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ეს მოგვეხმარება დამატებითი მობილობის შემცირებაში, ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების კიდევ ერთი ბლოკი, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ჩვენი მოქალაქეების დიდ რაოდენობას მივცეთ შესაძლებლობა, საახალწლო დღესასწაულები წინასწარ დაგეგმონ, იმისთვის, რომ მათი მობილობა ჩაკეტილ დღეებში არ იყოს და გადაადგილება დაგეგმონ ორ კვირაზე ცოტა მეტი დროით“,- განაცხადა გახარიამ.

რა შეზღუდვები დააწესა მთავრობამ – სრულად.