ეს ნინიას ბაღია, თუ ქვეყანაა მართლა ბოლო-ბოლო – ანა დოლიძე

“ეს ნინიას ბაღია, თუ ქვეყანაა მართლა ბოლო-ბოლო “- ასე აფასებს, პარტია ”ხალხისთვის” ლიდერი ანა დოლიძე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. ანა დოლიძე ასევე ინტერესდება იმითაც, თუ ვინ აკონტროლებს საზღვრებს როცა მუხთარლი გაიტაცეს, ესებუა გაიქცა და სააკაშვილი საქართველოშია.

“ეს ნინიას ბაღია, თუ ქვეყანაა მართლა ბოლო-ბოლო. აფგან მუხთარლი გაქრა, თბილისის ცენტრიდან ადგა, გაქრა და მეორე დღეს აღმოჩნდა ბაქოში; ბადრი ესებუა ადგა, გაქრა, აღმოჩნდა სადღაც; მიხეილ სააკაშვილი ადგა, იქიდან აქ აღმოჩნდა, და თურმე ახლა ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა ვაწარმოოთ გამოძიება, სამი მილიონ ნახევარი ადამიანი უნდა დავკავდეთ ამ საქმით? სად ბრძანდება შინაგან საქმეთა მინისტრი, სუფთა პოლიტიკური ელფერის გარეშე, ხვდებით? ვინმე აკონტროლებს თუ არა ამ ქვეყნის საზღვრებს, ეს კითხვები უნდა დავსვათ”, – განაცხადა დოლიძემ ფორმულას ეთერში.