ეს რაკეტები ნატოს გამოწვევაა! – ზელენსკი უკრაინაზე დღევანდელ რუსულ სარაკეტო იერიშს გამოეხმაურა

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ რუსი დამპყრობლების დღევანდელ თავდასხმაზე კომენტარი გააკეთა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს რაკეტები ნატოს და კოლექტიური უსაფრთხოების გამოწვევაა. ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

“მტერმა დღეს დილით გაუშვა მინიმუმ 70 რაკეტა მორიგი მასიური შეტევის დროს. ჩამოაგდეს მინიმუმ 60 რაკეტა. ყველა მათი სამიზნე იყო მშვიდობიანი მოსახლეობა, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. სამწუხაროდ, იყო დარტყმები, არის მსხვერპლი. ვუსამძიმრებ ოჯახებს.” – თქვა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა გაიხსენა, რომ რამდენიმე რუსული რაკეტა მოლდოვასა და რუმინეთის საჰაერო სივრცეში გაიარა.

„კიდევ ერთი დასტურია დღევანდელი იერიში იმისა, რომ ტერორმა არ იცის და არასოდეს იცოდა საზღვრები. კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ უკრაინის დაცვა არის მთელი ევროპისა და მსოფლიოს დაცვა… დღევანდელი რაკეტები არის გამოწვევა ნატოს, კოლექტიური უსაფრთხოებისთვის.”. – განაცხადა ზელენსკიმ.

სახელმწიფოს მეთაურმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვისაც ეს ესმის და უკრაინას ეხმარება.

“და რა თქმა უნდა – მადლობა ჩვენს საჰაერო ძალებს, ყველა ჩვენი საზენიტო მსროლელს, თითოეული მათგანს, ვინც იცავს უკრაინას და ჩვენს ხალხს”, – დასძინა მან.