ეტლში ზის, ორ ნაბიჯზეც ვერ გადაადგილდება – ალასანია სააკაშვილზე

“ეტლში ზის, ორ ნაბიჯზეც ვერ გადაადგილდება” – აცხადებს პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია და იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებას “ძალიან ზედაპირულს და არადამაჯერებელს” უწოდებს.

ჯერჯერობით ის, რაც მოვისმინე იყო ძალიან ზედაპირული და ძალიან არადამაჯერებელი ჩემთვის. ძალიან ბევრმა ექიმმა მოაწერა ამ დასკვნას ხელი და იმ ექიმებს მე ძალიან ვენდობი. მარტო ის ხომ არ არის, ჯიშკარიანი?! იქ მთელი ჯგუფი იყო ექიმების, რომლებსაც ძალიან კარგი რეპუტაცია აქვთ.

გვახსოვს, მიხეილ სააკაშვილი როგორ მდგომარეობაში შემოვიდა ამ დაწესებულებაში, ფეხზე იდგა, ნორმალური ადამიანი იყო. ახლა ეტლში ზის და ორ ნაბიჯზეც ვერ გადაადგილდება. გუშინ ძლივს ჩავსვი ეტლში“, – თქვა ალასანიამ.