ექიმების გარეშე არ დავრჩებით – ტიკარაძე

ექიმების გარეშე, მათი ინფიცირებიდან გამომდინარე, არ დავრჩებით, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„მანამდე გვქონდა 11%-ზე მეტი. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ჯანდაცვის სამინისტრო რეაგირებს იმ პრობლემებზე, რომლებიც არის. ჩვენ გადავამზადეთ ოჯახის და სოფლის ექიმების 90% , ასევე ზაფხულის პერიოდში გადავამზადეთ 43 კლინიკის ექიმი. ჩვენ ამ ტრენინგებს ვაგრძელებთ და მათი ჩატარება არც ისე რთულია, რომ მათი წესების აღსრულება ან დაცვა ვერ მოხერხდეს“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.