ექსპერტი, რომელსაც აფეთქების ადგილას დენმა დაარტყა, გარდაიცვალა

ექსპერტ-კრიმინალისტი, რომელსაც ამაშუკელის ქუჩაზე, გაზგასამართ სადგურზე მუშაობისას დენმა დაარტყა, გარდაიცვალა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თბილისის საექსპერტო სამსახურის ექსპერტ-კრიმინალისტის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით და უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახს და ახლობლებს.

ექსპერტ – კრიმინალისტი თბილისში, ელგუჯა ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურში, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, შემთხვევის ადგილის დამატებით დათვალიერებას ახორციელებდა, რა დროსაც, პირველადი ინფორმაციით, მას დენმა დაარტყა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო“- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რამდენიმე დღის წინ ამაშუკელის ქუჩაზე გაზგასამართი სადგურზე აფეთქება მოხდა. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო, რა დროსაც ექსპერტს დენმა დაარტყა. ის რამდენიმე დღის განმავლობაში საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობას.