ეშინოდა რომ G20-ის სამიტზე მისი ლიკვიდირება მოხდებოდა – უკრაინის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი

უკრაინის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი პავლო კლიმკინი თვლის, რომ ვლადიმერ პუტინმა
G20-ის სამიტზე წასვლაზე უარი იმიტომ თქვა, რომ ლიკვიდირების ეშინოდა.

“დიდი ოცეულის სამიტი არ იყო მხოლოდ დამცირება პუტინისთვის. პუტინი ძალიან უხეშად მოიქცა. მან თავს იმის უფლებაც კი არ მისცა, რომ G20-ის ლიდერებისთვის ინტერნეტით მაინც მიემართა. მე მჯერა, რომ მთავარი მიზეზი, რის გამოც იგი G20-ის სამიტზე არ წავიდა, არ იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. არა მოსკოვში ყოფნის სურვილი, ან სხვა მიზეზები, არამედ ჩვეულებრივი შიში. შიში მისი სიცოცხლის. პუტინს ძალიან ეშინოდა, ბალიზე მისი ლიკვიდირება მოხდებოდა“, –  განაცხადა მან.