“დადიან და ეძებენ სადმე გარდაცვლილს, სადმე რაღაცა უბედურებას, რომ იქნებ ხელისუფლებას მიაწერონ.

წლების განმავლობაში მომხდარ კრიმინალურ, სამწუხარო შემთხვევებს ყიდდნენ და ფუთავდნენ ისე, რომ ხელისუფლებამ შეუკვეთა ვიღაცის თვითმკვლელობა და თვითმკვლელობა დააბრალა, ვიღაცა ახალგაზრდის სიკვდილი და ასე შემდეგ. ეს არის ამ ოპოზიციის მოქმედების გეგმა, ია კერზაიას საქმეც ეს არის”

ასე ეხმიანება ქართული ოცნების დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი ბათუმში ენმ-ს საკრებულოს წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებას, რაც, პარტიის განცხადებით, მასზე განხორციელებულმა შანტაჟმა გამოიწვია.