ე ტუტუც! ლაპარაკი დასწრებაზე კი არაა, დაავიწყდა რისთვის გააგდეს პრემიერობიდან – უგულავა ღარიბაშვილს პასუხობს

“ე ტუტუც! ლაპარაკი დასწრებაზე კი არაა, დაავიწყდა რისთვის გააგდეს პრემიერობიდან “,  ასე პასუხობს ოპოზიციის ფოთის მერობის კანდიდატი, გიგი უგულავა პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

“ამ გლისტას დაავიწყდა რისთვის გააგდეს პრემიერობიდან. დაავიწყდა სიმამრის კლანი ტილებივით რომ შეასია ქვეყანას. თქვენი პროკურატურის შეთითხნილივე ბრალდებებითაც კი მხოლოდ ის “დამიმტკიცეთ” რომ “პარტიული ნიშნით” ხალხი დავასაქმე, რასაც კალაძე და ოცნების მერები ათჯერ მეტი ოდენობით სჩადიან. სტრასბურგს აუცილებლად მოგიგებთ. იქ მურუსიძე ვერ გიშველით. ფაქტია, სამჯერ დამიჭირეთ და სახლში წაღებული ვერაფერი ნახეთ. რაც არ არსებობს, აბა რას ნახავდით?! აღზევებულ მდაბიოს დაავიწყდა მამამისი სისხლს რომ წოვს დედოფლისწყაროს და მთელ კახეთს. სუკის ნაჭრებივით რომ აათალეთ მეზობლობას მიწები. ამ ამებას მაჯაზე რაც საათი უკეთია, სამი სოფლის მოასფალტებას ეყოფოდა და ეს გამოდის და ჩემზე/ჩვენზე ლაპარაკობს. ე ტუტუც! ლაპარაკი დასწრებაზე კი არაა. დუმილია ოქრო, დუ-მი-ლი”, – წერს უგულავა ფეისბუქგვერდზე.

ცნობისთვის ღარიბაშვილმა, განაცხადა, რომ ფოთი გაურყვნელ ადამიანს ირჩევს და ოპოზიციის მერობის კანდიდატი, გიგი უგულავა შეურაცხმყოფელად მოიხსენია.