ე.წ. ოთხეული სხდომათა დარბაზში ოპოზიციის მხარეს გადმოჯდა, აღმოჩნდა, რომ უმრავლესობაში დარჩენილან – გოცირიძე

ე.წ. ოთხეული სხდომათა დარბაზში ოპოზიციის მხარეს გადმოჯდა, აღმოჩნდა, რომ უმრავლესობაში დარჩენილან – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა რომან გოცირიძემ აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

”ე.წ. ოთხეული სხდომათა დარბაზში ოპოზიციის მხარეს გადმოჯდა, მერე აღმოჩნდა, რომ უმრავლესობაში დარჩენილან, ამ თვითმარქვიებს ჩვენს მხარეს ჯდომა უნდა ავუკრძალოთ: “გადაჯექით, გადაჯექით!”- ასეთი ლოზუნგი უნდა დავახვედროთ სხდომაზე. ამერიკის ელჩი ამბობს, რომ ამ „ოთხეულის“ პოზიციით ვაშინგტონში დაინტერესდნენ, ვინაა ვაშინგტონში მისი პირდაპირი უფროსი?- სახელმწიფო მდივანი. ელჩი ფაქტობრივად ამბობს, რომ უკვე ბაიდენი ითხოვს განმარტებას – არის თუ არა ვითომ განდგომილები და “ქართული ოცნება” ერთი და იგივე. უფრო შორს თუ წავალთ, ამათი ენით ღაღადებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი. იქამდე მიჰყავთ საქმე, რომ არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი, არამედ ესენიც “გამოიმუშავებენ” სანქციებს”,- განაცხადა გოცირიძემ.