ე.წ. რიყის დოქების მფლობელი კარტოგრაფების საქმის ოქროს მოწმე გახდა

ე.წ. რიყის დოქების მფლობელი კარტოგრაფების საქმის ოქროს მოწმის, დავით ხიდაშელის ოჯახი გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ, “ფორმულა” ავრცელებს და ასევე აცხადებს რომ ხიდაშელმა ინფორმაცია დაუდასტურა.

“რიყის დოქები ჩემი არა, მაგრამ ჩემი ოჯახის საკუთრება გახდა”. –  განაცხადა ფორმულასთან ხიდაშელმა.

რიყის დოქებისთვის გამოცხადებულ აუქციონში კომპანია Global Victory Trust-მა გაიმარჯვა. მისი აქციონერია კომპანია გლობალ ვიქტორი ინვესტმენტი, რომელიც დარეგისტრირებულია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. მას მარიამ ხიდაშელი ფლობს და ხელმძღვანელობს, ხოლო კომპანიის დირექტორატშია დავით ხიდაშელი.

დავით ხიდაშელმა რუსეთში მოიძია და თავდაცვის სამინისტროს გადასცა 1 : 2 000 000-იანი მასშტაბის რუკა, რომლის არგამოყენების გამოც პროკურატურამ 2020 წლის ოქტომბერში დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავა.

დავით ხიდაშელმა თავად თქვა, რომ რუკის მოძიება 2019 წელს პირადად ბიძინა ივანიშვილმა სთხოვა.

წყარო : ფორმულა