ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმი აღარ გაიმართება

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმი აღარ გაიმართება. გადაწყვეტილება მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლებმა მიიღეს.

17 ივლისისთვის დანიშნული ე.წ. რეფერენდუმის მიზანი რუსეთთან შეერთების საკითხის დასმას შეეხეებოდა. დღეს გავრცელებულ ინფორმაციაში კი წერია, რომ „კონსულტაციების დასრულებამდე, შეჩერდა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის 2022 წლის 13 მაისის ბრძნებულება, რეფერენდუმის მოწვევის შესახებ”.

გადაწყვეტილებას ხელს ალან გაგლოევი აწერს, რომელმაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. რეფერენდუმის ჩატარების შესახებ განცხადება არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე მისმა წინამორბედმა დაანონსა, მაშინ დამკვირვებლები ამბობდნენ, რომ ყოფილი ე.წ. პრეზიდენტი, ამ გზით ცდილობდა ე.წ. არჩევნების მოგებას.

წყარო:Reuters