ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისა და გამოძალვის საქმეზე გარდაბანში ორი პირი დააკავეს

გარდაბანში, პოლიციამ ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისა და გამოძალვის საქმეზე  ორი პირი დააკავა.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთ-ერთი ბრალდებული საზღვარგარეთ მცხოვრები კრიმინალური ავტორიტეტის დავალებით მეორე ბრალდებულის შუამავლობით სისტემატურად უკავშირდებოდა თანასოფლელს და ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით “ქურდული სამყაროს” სასარგებლოდ თანხას სძალავდა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლით და 181-ე მუხლით მიმდინარეობს.