ვაგრძელებთ ბრძოლას ტანკებისთვის, ყოველდღე ცხადია, რომ ამას ალტერნატივა არ აქვს – ზელენსკი

“დღეს რამშტაინის დღეა – და უკრაინისთვის თავდაცვის სიახლეები, რომლებიც ჩვენს დიპლომატიურ მარათონს მოაქვს კვირიდან კვირამდე. ყველაფრის საჯაროდ თქმა არ შეიძლება, თუ რაზეა საუბარი რამშტაინში.

ეს დახურული დისკუსიაა და ასეც უნდა იყოს.

ზოგადად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დღევანდელმა რამშტაინის შეხვედრამ გაგვაძლიერა. პარტნიორები მტკიცედ არიან განწყობილნი – მხარს დაუჭერენ უკრაინას, რამდენადაც ეს საჭიროა ჩვენი გამარჯვებისთვის.

დიახ, ჩვენ კვლავ მოგვიწევს ბრძოლა თანამედროვე ტანკებისთვის, მაგრამ ყოველდღე უფრო ცხადი ხდება, რომ ტანკებზე გადაწყვეტილების მიღებას ალტერნატივა არ აქვს.

მადლობას ვუხდი ყველა პარტნიორს, ვინც მტკიცედ დაუჭირა მხარი უკრაინის პოზიციას დისკუსიებში.

დიდება უკრაინას. “