ვანდალიზმი თბილისში – დაზიანებულია უნიკალური არაბული წარწერა, რომელიც 793 წლით თარიღდება

ვანდალიზმი თბილისში – პუშკინის ქუჩაზე მდებარე გალავნის ერთ-ერთი გოდოლის კედელში დაზიანებულია უნიკალური არაბული წარწერა რომელიც გვიყვება თბილისის გალავნის ისტორიას VIII საუკუნეში. წარწერის დაზიანებულ ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება  და მოქალაქეები შინაგან საქმეთა სამინისტროს, მუნიციპალური ინსპექციას და თბილისის მერიას დროულად რეაგირებისკენ მოუწოდებენ. 

აღნიშნული წარწერა, თავდაპირველად დატანილი იყო თბილისის უძველესი გალავნის კედელში და შეიცავს ზუსტ თარიღს 793 წელს. არაბი მკვლევარების მიერ განხილულია, როგორც ყველაზე ადრეული მონუმენტალური არაბული წარწერა აღმოსავლეთში სამყაროში. წარწერა, 2012 წელს თბილისის ძველი გალავნის გათხრებისას აღმოაჩინეს.

“ვანდალებმა დააზიანეს 793 წლის არაბული წარწერა, რომელიც პუშკინის ქუჩაზე არსებული თბილისის ძველი გალავნის ნაშთის ნაწილი იყო! სასწრაფოდ ამოიღეთ კამერები, გამოიძიეთ ეს საქმე და დასაჯეთ დამნაშავე!!!!! “- ასე ეხმაურება, ურბანისტი  და „თბილისის ჰამქარის“ ხელმძღვანელი ცირა ელისაშვილი ვანდალიზმის ფაქტს.