“მომავალში ჩვენ ვაპირებთ ჩრდილოვანი კაბინეტის, მთავრობის დასახელებას. წინასწარ მინდა იცოდეს, მაგალითად, მთაწმინდის ამომრჩეველმა, ვინ იქნება გამარჯვების შემთხვევაში მთაწმინდის გამგებელი. წინასწარ მინდა იცოდეს ნაძალადევში მცხოვრებმა ადამიანმა, ვინ იქნება არამხოლოდ მაჟორიტარი, არამედ გამგებელი. წამყვანი სამსახურების ხელმძღვანელები მინდა წინაწარ იცოდნენ, არამარტო ვიცემერი, სხვა მოადგილეების თაობაზეც.

ამით მინდა დავანახოთ, რომ რამდენადაც განსხვავებულია თბილისი, თითოეული უბანი და იქ მცხოვრები ადამიანები, მაქსიმალურად განსხვავებული ადამიანები არიან წარმოდგენილი მთავრობაში. მათ დაინახონ, რომ მისი რჩეულიც იქ არის. ვიღაცა, ცალკე აღებული, ნიკა მელია კი არ იმარჯვებს, გუნდი იმარჯვებს.

თუ ჩვენ ვერ ვისწავლეთ კოალიციური მართვა, ძალიან გაჭირდება, ამ ქვეყანას მომავალი ჰქონდეს ბედნიერი”

ამბობს თბილისის მერობის კანდიდატი ოპოზიციიდან, ნიკა მელია გირჩი ტივის ეთერში.