ვაპირებ, გია ვოლსკი დავამარცხო, ის “ქართული ოცნების” სახეა – ზურაბ ჯაფარიძე

ოპოზიციის მაჟორიტარობის საერთო კანდიდატი დიდუბე–ჩუღურეთში, გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძიე ამბობს, რომ აპირებს ქართული ოცნების კანდიდატი, გია ვოლსკი დაამარცხოს და მისი აზრით, ამაში ოპოზიციის მხარდაჭერა მნიშვნელოვნად დაეხმარება.

ჯაფარიძის თქმით, გია ვოლსკი ქართული ოცნების სახეა.

“ვაპირებ, გია ვოლსკი დავამარცხო. გია ვოლსკი არის ქართული ოცნების ერთ-ერთი გამორჩეული სახე, ვიცე-სპიკერია, მანამდე ფრაქციის თავმჯდომარე იყო, არის ერთ-ერთი მთავარი კომენტატორი მიმდინარე მოვლენებზე ოცნების მხრიდან და ვაპირებ რომ დავამარცხო. ცხადია, ეს მხარდაჭერა, რომელიც გამომიცხადეს მნიშვნელოვნად წამადგება ამ ბრძოლაში”, — განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, დღეს ოპოზიციური პარტიები თბილისში დარჩენილ 2 მაჟორიტარულ ოლქზეც შეთანხმდნენ. საბურთალოზე საერთო კანდიდატი ირაკლი ოქრუაშვილი იქნება, დიდუბე ჩუღურეთში კი ზურაბ ჯაფარიძე.