ვარკეთილში ლიდერბეთის ტოტალიზატორი დააყაჩაღეს

ვარკეთილის მეტროსთან ლიდერბეთის ტოტალიზატორი დააყაჩაღეს. როგორც ცნობილია, წაღებულია 54 000 ლარი.  შემთხვევა დილით, დაახლოებით 10:00 საათზე მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ  მომხდარზე გამოძიება 179-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს.