ვაქცინას ვინც გაიკეთებს, იმას არ უარვყოფ, ზიარებაზეც დავუშვებ – მიტროპოლიტი ანტონი

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონიმ განაცხადა, რომ ვინც ვაქცინას გაიკეთებს, მას არ უარყოფს და ზიარებაზეც დაუშვებს.

“მე რომ გითხრათ, რომ ვაქცინას პირველ რიგში გავიკეთებ, არა. რაღაცნაირად დავაკვირდები მოვლენებს, იმ ფაქტებს, გვერდითი მოვლენების ფაქტორებს, მტკიცე უარი არ მაქვს. რომ ვთქვა, რომ თავს მოვიკლავ და არ გავიკეთებ, ასეთი რამ გამორიცხულია.

ჩემთვის არ არის განსჯის საგანი, ვინც გაიკეთებს, იმას არ უარვყოფ – ზიარებაზეც დავუშვებ”,– თქვა მიტროპოლიტმა რუსთავი 2–ის ეთერში.

მისი თქმით, შეიძლება ინდივიდუალური გადაწყვეტილებით რომლიმე სასულიერო პირმა ზიარებაზე აცრილებს უარი უთხრას, თუმცა ფიქრობს, რომ სინოდი ასეთ გადაწყვეტილებას მიღებს.

მანვე აღნიშნა, რომ მეცნიერება და რელიგია ერთმანეთის გარეშე არის “ერთი კოჭლია და მეორე ბრმა”.