ვაქცინაცია ინფიცირებიდან 120 დღის ნაცვლად, 30 დღეში იქნება შესაძლებელი – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაცია კორონავირუსით ინფიცირებიდან 120 დღის ნაცვლად, 30 დღეში იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ გამყრელიძემ, სააკორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგფზე.

“ინფიცირებიდან 120 დღე არის აცრის დაშვებული. ახლა იცვლება, ამ კვირაში ეს შეიცვლება და ჩამოვა 30 დღემდე. ამიტომ ყველას უფრო სწრაფად შეეძლება აცრა”, – განაცხადა გამყრელიძემ.