კვირა, 5 მაისი , 2024, 05:39

ვაქცინაციის ასეთი დაბალი მაჩვენებელი ბოლო 2 თვის განმავლობაში არ ყოფილა – ჩხაიძე

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ ვაქცინაციის ასეთი დაბალი მაჩვენებელი 2 თვეა არ ყოფილა, რამაც სერიოზული პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს.

“ასეთი დაბალი მაჩვენებელი ბოლო 2 თვის განმავლობაში საქართველოში არ ყოფილა. ეს ნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, როგორი იქნება ციფრები ამ კვირის განმავლობაში და ისევ დავუბრუნდებით თუ არა 20 000-იან ზღურბლს, სერიოზული პრობლემა შეიძლება შეექმნას ქვეყანას.

ძალიან საგანგაშო ნიშანია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ შემცირებას სწრაფად მოჰყვეს ადეკვატური რეაგირება. უფრო მეტი იყოს რეკლამა, მოსახლეობასთან პირისპირ საუბარი”, — თქვა მთავარ არხთან ივანე ჩხაიძემ.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში ქვეყანაში მხოლოდ 15 096 აცრა ჩატარდა.