ვაქცინაციის პროცესში პარლამენტისა და მთავრობის წევრები ჩაერთვებიან

საკოორდინაციო საბაჭოს გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის პროცესში დამატებითი ჯგუფები ჩაერთვებიან, მათ შორის, პარლამენტის და მთავრობის წევრები.

“საბჭომ დღევანდელ სხდომაზე განიხილა ვაქცინაციის გაფართოების საკითხი. კერძოდ, მიმდინარე კვირას ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან მთავრობის და პარლამენტის წევრები. ამასთან, საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის პროცესში, სხვა პრიორიტეტულ ჯგუფებს დაემატებიან ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორში დასაქმებული პირები, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები და კონტროლიორები”,– განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.