ვაქცინის მეორე დოზის გასაკეთებლად მოქალაქეებმა რეგისტრაცია ხელახლა უნდა გაიარონ

ვაქცინაციის მეორე დოზის გასაკეთებლად მოქალაქეებმა რეგისტრაცია ხელახლა უნდა გაიარონ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განმარტებით, ერთხელ აცრილი მოქალაქეებისთვის ფანჯარა თავიდან გაიხსნება და ისინი რეგისტრაციის გავლას შეძლებენ.

“ვაქცინაციის მეორე ეტაპი მოქალაქეებს ყველაზე ადრე 15 მაისს უწევთ. „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში, 2 კვირა უნდა გავიდეს, 15 მარტს დაიწყო ვაქცინაციის პროცესი. ხელახალი რეგისტრაცია იქნება საჭირო, რადგან მოქალაქემ რიგი თავისი სურვილის მიხედვით უნდა ამოარჩიოს და ჩაეწეროს, ეს გამოცხადდება და გაიხსნება თავიდან რეგისტრაციის პორტალი. „ფაიზერს“ რაც შეეხება, 3-კვირიანი ინტერვალი უნდა გავიდეს და ჯერ ადრეა ამაზე საუბარი, ესეც იქნება იგივე პრინციპით”,- განაცხადა თამარ გაბუნიამ გამართულ პრესკონფერენციაზე.