ვაშაძე დიდი დანაკლისია ენმ-სთვის, თუმცა მესმის მისი გადაწყვეტილების – სამადაშვილი

სალომე სამადაშვილი ენმ–დან გრიგოლ ვაშაძის წასვლას ეხმიანება და ამბობს, რომ ის პარტიისთვის დიდი დანაკლისია.

“ვფიქრობ, გრიგოლ ვაშაძე დიდი დანაკლისია ენმ-სთვის, თუმცა მესმის მისი გადაწყვეტილების და წარმატებებს ვუსურვებ მას. ცხადია, ნებისმიერ პარტიას და ენმ არ არის გამონაკლისი, არჩევნების შემდეგ უწევს მსჯელობა სამომავლო სტრატეგიაზე. თუ ბატონი გრიგოლის გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით უფრო საფუძვლიანი მსჯელობის განვითარებას, კარგი იქნება პარტიისთვისაც და მათთვისაც, ვისაც ეს პარტია ეიმედება”,– წერს სამადაშვილი.

მისივე განცხადებით, გრიგოლ ვაშაძის წასვლა არ ნიშნავს, რომ პარტია არ გააგრძელებს მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღებას.