ვაშაძის განცხადების შინაარსი ჩვენთვის მოულოდნელი და აუხსნელი იყო – წიკლაური

ნაციონალური მოძრაობის წევრი ნუგზარ წიკლაური ამბობს, რომ გრიგოლ ვაშაძის მიერ პარტიის დატოვების ფორმაც და განცხადების შინაარსიც პარტიისთვის მოულოდნელი და აუხსნელია.

“ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება სულ უფრო და უფრო მძიმდება და მისი წასვლა, ამ განცხადების ფორმაც და შინაარსიც იყო ჩვენთვის მოულოდნელიც, აუხსნელიც და ვერ გავიზიარებთ ვერც პათოსს და ვერც შინაარსს იმ განცხადების, რომელიც ჩვენთან შეუთანხმებლად გამოაქვეყნა ბატონმა გრიგოლ ვაშაძემ.

ამავე დროს, ენმ-ში მუდამ ხდებოდა ცვლილებები, მიდიოდნენ ადამიანები, მაგრამ წასულებს ცვლიდნენ სხვები. რადგან ენმ არის დღეს მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, რომელსაც შეუძლია ქვეყანაში დიქტატორის შეცვლა.

როცა კეთდება ამგვარი განცხადებები, ალბათ უმჯობესია, ლიდერშიფი, ის ადამიანები, რომლებიც ამდენი წლის განმავლობაში არიან პარტიაში, იყვნენ ინფორმირებულები, რადგან არ გაჩნდეს ვარიაცები“. – თქვა წუგზარ წიკლაურმა.

მანვე აღნიშნა, რომ არ იცის, ვის გულისხმობს გრიგოლ ვაშაძე ენმ-ში ოდიოზურ ფიგურებში.

“ვნახე ოდიოზური ფიგურები: თეა წულუკიანი, მამუკა მდინარაძე, რომლებიც იწონებდნენ ვაშაძის ამ გადაწყვეტილებას”. -განაცხადა წიკლაურმა.

გრიგოლ ვაშაძემ ნაციონალური მოძრაობა დატოვა. მან განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია პარტიული სტრატეგიის არარსებობა და პარტიაში მყოფი ოდიოზური ფიგურები.