ვაშაძის თქმით, თუ ენმ-ს წევრები კლინიკასთან აქციას გამართავენ, მათ დაშლის

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე ეხმიანება ნაციონალური მოძრაობის განცხადებას, რომლითაც პარტიამ პასუხისმგებლობა აიღო, რომ თუ საააკაშვილს კერძო კლინიკაში გადაიყვანენ, მის სიახლოვეს აქციას არ გამართავს.

ვაშაძის თქმით, თუ ნაციონალური მოძრაობა ამ პირობას დაარღვევს და აქცის მაინც გამართავს, ამ აქციას დაშლის.

„დაარღვევენ? მე მივალ და მე დავშლი, ვეტყვი აქციის მონაწილეებს, წაეთრიეთ აქედან-მეთქი. თუ კაცი კვდება და საჭირო გახდა, ყველამ უნდა ავიღოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და მზად ვარ, კიბატონო, არ გამიჭირდება, მეც ვიკისრო ეს პასუხისმგებლობა. რა ხდება, ადამიანებო, ხომ არ უნდა დავკარგოთ ყველაფერი?! ბედნიერებას არ მოუტანს ამ ქვეყანას მიხეილ სააკაშვილის გარდაცვალება – უბედურებას მოუტანს, ღმერთმა დაიფაროს. ეს უნდა გავიაზროთ ყველამ”,– თქვა ვაშაძემ პალიტრანიუსის ეთერში.

სახალხო დამცველის დასკვნით, გლდანის ციხის საავადმყოფო არ შეესაბამება კონსილიუმის რეკომენდაციებს, ამიტომ ის ალტერნატიულ საავადმყოფოში უნდა გადაიყვანონ.