ვაშაძის პარტიისა და ლელოს მოწოდება სისუსტედ იქნება აღქმული – ბოკერია

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ეხმიანება ლელოს და სტრატეგია აღმაშენებლის ინიციატივას, რომ ოპოზიციამ ხელისუფლებასთან დიალოგი დაიწყოს.

ბოკერიას შეფასებით, მსგავსი მოწოდება სისუსტედ იქნება აღქმული.

„სამწუხაროდ, გიორგი ვაშაძის პარტიისა და „ლელოს“ ინიციატივა ამ მომენტსა და კონტექსტში შესაძლოა ზიანის მომტანი აღმოჩნდეს. ამ პოლიტიკურ ძალებს გააჩნია კონკრეტული პოლიტიკური ინსტრუმენტი ივანიშვილის რეჟიმზე დამატებითი ზეწოლის, პარლამენტის დატოვების სახით, მას შემდეგ, რაც ამ რეჟიმმა სულ ცოტა ხნის წინ მიღებული წინა შეთანხმება დაარღვია, მაგრამ ამის გამოყენებას არ აპირებენ და როგორც ჩანს, პერსპექტივაშიც არ განიხილავენ.

ასეთ ვითარებაში, რეჟიმისთან, რომელმაც თითქმის ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა, მსგავსი სახის მოწოდება მხოლოდ სისუსტედ იქნება აღქმული“, -აცხადებს გიგა ბოკერია.

ცნობისთვის, დიალოგისკენ მოწოდების შემდეგ ლელოს ლიდერები, ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდნენ. მათი თქმით, შეხვედრები გაგრძელდება.