ვერავინ გვაიძულებს მოვიწონოთ ევროპარლამენტარების გადაწყვეტილება როგორიცაა ნავალნის დაჯილდოვება – პესკოვი

“ვერავინ გვაიძულებს მოვიწონოთ ევროპარლამენტარების გადაწყვეტილება როგორიცაა ნავალნის დაჯილდოვება “- ამის შესახებ, კრემლის პრესპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. ამ განცხადებით, ის რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის სახაროვის პრემიით დაჯილდოებას ეხმაურება.

”რუსეთი პატივს სცემს ევროპარლამენტს, მაგრამ ვერავინ გვაიძულებს პატივისცემა გამოვხატოთ მათი ისეთი გადაწყვეტილებისადმი, როგორიცაა ალექსეი ნავალნის დაჯილდოვება სახაროვის სახელობის პრემიით” – თქვა დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე.

ანდრეი სახაროვის სახელობის პრემია – ევროკავშირის უმაღლესი ჯილდოა ადამიანის უფლებათა სფეროში.