“ჩვენ საკმაოდ ბევრი წვრთნა გვქონდა, სულ რაღაც ორი თვის წინ გვქონდა NATO-ს წვრთნები. ჩვენ უშუალოდ ადგილზე გვქონდა სწავლება, როცა ქართველი ჯარისკაცები საკმაო რაოდენობით იყვნენ გერმანელებთან ერთად ავღანეთში. NATO ნამდვილად განგვიხილავს ინტეგრაციის პოლიტიკის ერთ-ერთ კარგ მოსწავლედ.

ასე რომ, რაც ჩვენ ნამდვილად გვჭირდება, არის უფრო სწრაფი და საიმედო გზა როგორც ევროკავშირში, ასევე ნატოში ინტეგრაციისკენ. რადგან აქ ჩვენ ვხედავთ მაქსიმალურ უსაფრთხოებას. ჩვენი მაქსიმალური უსაფრთხოება არ შეიძლება იყოს ომში, რადგან ჩვენ ვერასდროს შევძლებთ რუსეთთან გამარჯვებას”

თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა DW-სთან ინტერვიუში.