ვერეშჩუკი აცხადებს, რომ 63 000-მა ადამიანმა დროებით ოკუპირებული ტერიტორიები უკვე დატოვა

63 000-მა ადამიანმა დროებით ოკუპირებული ტერიტორიები უკვე დატოვა – ინფორმაციას ამის შესახებ, უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი ავრცელებს.  ვერეშჩუკი აღნიშნავს, რომ ზაპოროჟიეს რეგიონი 24 000-მა უკრაინელმა დატოვა, ხერსონის ოლქიდან 20 000 ადამიანი წავიდა, ხარკივის ოლქიდან კი 4500.

ვერეშჩუკის თქმით, 63 000 ადამიანი ენერგოდარიდან, მელიტოპოლიდან და ბერდიანსკიდან წავიდა.